საბერძნეთის მთავრობა გერმანიას 279 მილიარდი ევროს გადახდას სთხოვს

საბერძნეთის მთავრობა გერმანიას 279 მილიარდი ევროს გადახდას სთხოვს

საბერძნეთის მთავრობა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური ოკუპაციის დროს რეპატრიაციისთვის 279 მილიარდი ევროს გადახდას სთხოვს.

"ბიბისის" ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ათენმა ოფიციალურად დაითვალა ის თანხა, რაც ბერლინს მართებს ფაშისტური მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხი გასულ თვეს ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს წამოჭრა.

თუმცა, როგორც გერმანიის მთავრობა აცხადებს, აღნიშნული საკითხი კანონის შესაბამისად წლების წინ მოგვარდა. კერძოდ, ოფიციალურმა ბერლინმა ათენს 1960 წელს 115 მილიონი გერმანული მარკა გადაუხადა კომპენსაციის სახით, თუმცა, ბერძნული მხარე აცხადებს, რომ ეს არ იყო საკმარისი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ომის დანაშაულების კომპენსაციისთვის. საბერძნეთის ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია, ათენს უამრავი ვალი დაუგროვდა, რის გადახდასაც განსაზღვრული დროის ფარგლებში ვერ ახერხებს.