ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილისა და გია უდესიანის კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი გამოეხმაურა. მწარიაშვილი კითხვას სვამს და ამბობს, რომ თუ ლაშა ნაცვლიშვილი უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში არსებულ საქმეს აჩერებდა, ნაცვლიშვილის პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ, რატომ არ მოხდა ამ საქმეებისთვის მსვლელობის მიცემა:
„მას შემდეგ რაც, ასე ვთქვათ მე აღარ ვსაქმიანობ პროკურატურაში და არც ბატონი არჩილი, აბა დროს მიქაცით ყურადღება რა ვადა გავიდა-წელიწადნახევარი. ყველაზე ცუდი და მძიმე პრეტენზიის შემთხვევაშიც, თუ ვთქვათ ძველ შემადგემნლობას ეს საქმე უნდა დაეწყო და დაესრულებინა ჯერ კიდევაც ათი თვის განმავლობაში, წელიწადნახევარში რატომ არ უნდა დასრულებულიყო თუ ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო სადღაც თაროზე, სადღაც თავის კაბინეტში, ნაცვლიშვილმა რომ დატოვა ეს კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა იმ ოთხაში? ხომ დაიკავა მისი ადგილი და იმ თაროდან ხომ ჩამოიღო ეს საქმე? ხოდა რომ ჩამოიღო ეს საქმე წელიწადნახევარი სად იყო ეს საქმე?“ განაცხადა მაია მწარიაშვილმა.