გია უდესიანისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის შესაძლო კავშირზე პირველ კომენტარს აკეთებს არჩილ კბილაშვილი. კბილაშვილა გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა და განმარტა, რომ მას რომელიმე კონკრეტულ საკითხზე შეფასების გაკეთების უფლება აღარ აქვს:
„მე ვარ უამრავი ინფორმაციის მფლობელი, მაგრამ მას შემდეგ რაც აღარ ვარ პროკურორი არა მაქვს უფლება, რომელიმე კონკრეტულ საქმეზე გავაკეთო რომელიმე კონკრეტული შეფასება. ამის უფლება აქვს მხოლოდ მოქმედ პროკურორს. თუნდაც ეს კითხვა ამ შემთხვევაში არის კონკრეტული ვითარების შემცველი და და ამდენად ეს არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ამაზე პასუხი.“ განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.