ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის აუციელებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი სურვილი იყო პროკურატურის რეფორმა ადრე განხორციელებულიყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეს მაშინ ვერ მოხერხდა.
„საჯაროდ გაცხადებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის რეფორმა უნდა მოხდეს. ჩემი სურვილი იყო, რომ ცოტა უფრო ადრე განხორციელებულიყო, მაგრამ ეს იმ დროში ვერ განხორციელდა. ეს არ შეიძლება ჩემს ნაკლად ან სისუტედ განვიხილოთ, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ დღეს გადაწყვიტა ასე. მე განსხვავებული აზრის მქონდა, ეს არის და ეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.