ანბანის კოშკი, შესაძლოა, 20 წლით, ერთ ლარად გასხვისდეს. უფუნქციოდ დარჩენილი ობიექტით ესპანური კომპანია ინტერესდება. ცნობილი გახდა, რომ კომპანია ანბანის კოშკის მდგომარეობას 2 თვის ვადაში შეისწავლის და საბოლოოდ გადაწყვეტს, აიღოს თუ არა იგი სარგებლობაში. ბათუმის მერიასთან შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა. თავის დროზე, ანბანის კოშკის ასაშენებლად 65 მილიონი ლარი დაიხარჯა. იგი დღემდე უფუნქციო ობიექტია. ესპანური კომპანია მასში, სავარაუდოდ, რესტორანს განათავსებს.