მარიუპოლში დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას, რომელსაც გენერალური პროურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ესწერებოდა, სხდომათა დარბაზში კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინი დააკავეს. სუხინი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას სიტყვა დავით საყვარელიძემ შეაწყვეტინა და უთხრა-„მრცხვენია სისტემის გამო...თქვენ არც იცით რაში ხართ გარეული“, საყვარელიძის ამ სიტყვების შემდეგ სუხინის აყვანა მოხდა. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი კი სამხედრო პროკურატურის წარმომადეგნელმა ასე განმარტა-„დღეს შეჩერებულია ქალაქ კრამატორსკში მოქმედი სამართალდამცავთა დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობა, განხორციელებულია ოფიციალური დაკავებები, რომელსაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს. დაკავებულია კრამატორსკის პროკურორი და ასევე პროკურატურისა და მილიციის სხვა თანმშრომლები.“ სამხედრო პროკურორის ვალერი ჟერბაცკის განცხადებით, კრამატორისკი პროკურორი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, მან დონეცკის ახალი ოპრკურორის, ანდრეი ლუბოვიჩის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა ორი პრობლემა დგას-ომის და კორუფცია.