ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე, რომელიც კაჭრეთში იმართება, განხილვის ერთ-ერთი თემა "ოცნებაში" ახალი სახეების გამოჩენის საკითხი იქნება. საპარლამენტუ უმრავლესობის ლიდერი ადასტურებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციაში ახალი სახეები გამოჩნდებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნებიან ისინი, ამაზე უმრავლესობა არაფერს ამბობს:
„ყოველთვის იქნება ყველაფერი და შეიცვლება ქართული ოცნების საპარლამენტო სახეც 2016 წლისთვის, მაგრამ მანამდე წელიწადნახევარია, ნუ ჩქარობთ. ფაქტი ერთია, რომ იქნებიან ძველი სახეებიც, გამოჩნდებიან ახალი სახეებიც“ განაცხადა დავით საგანელიძემ თემის კომენტირებისას.