ტიკრიტში 1 700 სამხედროს სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს

ტიკრიტში 1 700 სამხედროს სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს

ერაყის ქალაქ ტიკრიტში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დატყვევებული 1 700 სამხედროს სავარაუდო მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

"ბიბისის" ცნობით, სამარხი აშშ-ის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიასთან ახლოსაა. ერაყის ექსპერტიზის ბიურომ 12 ცხედრის ექსჰუმაციის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქი რადიკალი ისლამისტებისგან გაათავისუფლეს.

ექსპერტები მოკლული ჯარისკაცების იდენტიფიცირებას დნმ-ის ტესტით შეეცდებიან.

როგორც ვარაუდობენ, სამხედროები 2014 წლის ივნისში მოკლეს. მაშინ "ისლამურმა სახელმწიფომ" სოციალური მედიით ჯარისკაცების მოკვლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები გაავრცელა.

ისლამისტები სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, ისინი უმოწყალოდ ხოცავენ ქრისტიან მოსახლეობას, ტყვეებს და სამხედროებს. მათ მიზანს ისლამური ხალიფატის შექმნა წარმოადგენს.