ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა. ამის შესახებ მან "ენბისისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა. მზად ვარ ამისთვის. უფრო მეტი, ვიდრე მზად ვარ. არჩევნებში კენჭისყრის ძალიან დიდი სურვილი მაქვს", - განაცხადა ჯონ მაკეინმა.
მაკკეინი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ის "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი იყო. 78 წლის მაკკეინი ამჟამად არიზონას შტატის სენატორია. "რესპუბლიკელების" მხრიდან, 2016 წლის არჩევნებში კენჭისყრის სურვილი უკვე გამოთქვა სენატორმა თედ კრუზმა. ის პრაიმერში, სავარაუდოდ, ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟს, ჯებ ბუშს და ნიუ-ჯერსის გუბერნატორს, კრის კრისტის დაუპირისპირდება. "დემოკრატიული პარტიიდან" კი არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გეგმავს.