გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში რომის პაპს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში რომის პაპს შეხვდება

9-10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ვატიკანს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა წმინდა საყდარს. გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა ექნება მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან", - განაცხადა დავით კერესელიძემ.