ხარკოვში უკრაინის დროშის კვარცხლბეკი ააფეთქეს

ხარკოვში უკრაინის დროშის კვარცხლბეკი ააფეთქეს

ხარკოვის ცენტრში უკრაინის დროშის კვარცხლბეკი ააფეთქეს. ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, აფეთქება დაახლოებით დილის 04:00 საათზე განხორციელდა.

ინციდენტის შედეგად დაზიანდა კვარცხლბეკი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ჯერჯერობიოთ უცნობია, ვინ განახორციელა აფეთქება, ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.