„ვფიქრობ ქვეყანაში სრული ქაოსია“

„ვფიქრობ ქვეყანაში სრული ქაოსია“

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, ის დღემდე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილება აბსოლუტურად სამართლიანად მოხდა და მას აზრი არც ახლა შეუცვლია, თუმცა გარკვეულ საკითხებზე, როგორც ის ამბობს შეშფოთებას ვერასოდეს დამალავს. „დღეს ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ სიძულვილმა კიდევ უფრო იმატა.

ვფიქრობ, ქვეყანაში სრული ქაოსია, ადამიანებს ჯერ კიდევ ვერ გაუკვევიათ რა სურთ ერთმანეთისგან. არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ექსპერიმენტებს ახდენდნენ. ერთმანეთს ჭამენ, უპირისპირდებიან და სხვასაც აძულებენ თავს... როცა კრიტიკულად ვლაპარაკობ, იმასაც ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს... არ შემიძლია შეშფოთება არ გამოვხატო იმაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, თუნდაც თანამდებობის პირების ასეთი ტემპით ცვლილება. ხომ არ შეიძლება ეს უსასრულოდ გაგრძელდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ საბოლოოდ საქმე პროფესიონალმა შეასრულოს. რაც შეეხება ხელისუფლების შიდა დაპირისპირებას, ამას ჩემი საუბარი აღარ სჭირდება. ეს ისედაც ნათელია, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება“- აცხადებს ჭოხონელიძე „რეზონანსთან“ საუბარში.