რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა მოისმინოს კიევის წინადადება უკრაინაში უცხოელი სამშვიდობოების შეყვანის შესახებ. თუმცა, მინისტრის თქმით, ამ საკითხის განხილვას არ შეუდგება, თუ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მინსკის ზოგიერთი შეთანხმება ამ დრომდე არ სრულდება. "ჩვენ, როგორც თავაზიანი ადამიანები, მზად ვართ მოვუსმინოთ უკრაინელი კოლეგების შემოთავაზებას, მაგრამ რაიმე ახალი იდეების განხილვა ლუგანსკისა და დონეცკის გარეშე, ჩემი აზრით, უაზრობა იქნება", - განაცხადა ლავროვმა.