საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საკრებულომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას საკრებულოს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 7 დეპუტატი იყო, ხოლო საკითხის კენჭისყრისას თავი არც ერთ დეპუტატს არ შეუკავებია. 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირებას, ასევე, მეწარმეობის ცენტრის შექმნას, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები, აპროტესტებდნენ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება შეეხებოდა ასევე თბილისის მერიაში საშტატო ერთეულობის გაზრდას, ავტოპარკისათვის 370 000 ლარის გამოყოფისათვის.