დუისის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას წერილობით მიმართვას უგზავნის

დუისის უხუცესთა საბჭო ხელისუფლებას წერილობით მიმართვას უგზავნის

სოფელ დუისში უხუცესთან საბჭოწს სხდომა დასრულდა. საბჭოს წევრებმა წერილობითი მიმართვა შეიმუშავეს, რომელსაც ხელისუფლებას გაუგზავნიან. ისინი 2 დღის წინ სირიაში წასული სკოლის მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა შეიქნას გარკვეული დამცავი მექანიზმი ან საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გააკონტროლებს ქართველი ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის გარეთ მიმდინარე მსგავს პროცესებში. საბჭოს სხდომას ხეობაში მცხოვრები ვაჰაბისტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მიმართვას ხელი არ მოაწერეს. მათი თქმით სრულწლოვანმა ადამიანმა ყველა საკითხზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.