"არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ისეთ მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის"

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შალვა აბულაძის სახით საქმე გვაქვს პიროვნებასთან, რომელიც თავისი ხასითით არის რთული. სესიაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს საჭიროა კონსოლიდაცია და პოლიციის გვერდში დგომა. სესიაშვილმა აბულაძე ანდერს ბრეივიკს შეადარა.

"საქმე გვაქვს არაორდინალურ შემთხვევასთან. მკვლელთან არ გვაქვს საქმე. შეიძლება, გარკვეული სახით გადაცდომასთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა გავერთიანდეთ და პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ პოლიციას გვერდით ვუდგავართ. ვისურვებ, რაც შეიძლება დროზე მოხდეს საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილის დაკავება. გვახსოვს სერიოზული ტრაგედია, ბრეივიკის მიერ ჩადენილი. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ისეთ მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის. ის განსაკუთრებით ერჩის პოლიციელებს და შეიძლება სხვა პრობლემასთანაც გვქონდეს საქმე. ის არის თავისი ხასიათით გამორჩეული - რთული. საჭიროა საზოგადოების კონსოლიდირება"- აცხადებს სესიაშვილი შალვა აბულაძის შესახებ.