გედევან ფოფხაძე - შალვა აბულაძეს პიროვნულად ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ შევაფასებ

გედევან ფოფხაძე - შალვა აბულაძეს პიროვნულად ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ შევაფასებ

შალვა აბულაძეს პიროვნულად ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ შევაფასებ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

"ის ბორჯომელია, მეც ბორჯომელი ვარ. პრაქტიკულად ერთი თაობა ვართ და ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. მომხადრთან დაკავშირებით იმ ვერსიაზე მეტს, რაზეც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, ვერ ვეტყვი. ბორჯომში ბევრი ჭორი დადის, მაგრამ ეს არის ჭორები და ოფიციალური ვერსია მიმაჩნია საინტერესოდ, რასაც საგამოძიებო ორგანოები ამბობენ. აბულაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე ერთ წლამდე ჰქონდა დარჩენილი. ამნისტიით მეოთხედი ჩამოაკლდა, ისევე როგორც ყველას, გარდა უვადო პატიმრებისა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას უარყოფითად არ აფასებდა - არანაირი მიდრეკილება ძალადობისკენ და არადეკვატური ქმედება არ გამოუმჟღავნებია"- აცხადებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოფხაძე ე.წ. უდოს კომისიის წევრი იყო, რომელმაც შალვა აბულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა.