ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავება, საჰაერო თავდაცვითი სისტემების ხელშეკრულების მემორანდუმზე ხელმოწერის გამო, პოლიტიკური ნიშნით მოხდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება და ამბობს, რომ ალასანიას გუნდის მიმართ არანაირი პოლიტიკურო დევნა არ მიმდინარეობს:
„მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. სასამართლო უკვე იწყება, დანიშნულია 15 -ში თუ რომელიღაც რიცხვში, აღარ მახსოვს. დღეს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში, ყველა დარწმუნებული ვართ და ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. დევნა ალასანიას მიმართ და ალასანიას გუნდის მიმართ არ ყოფილა, საკუთარი თავლით, მაგალითით, შემიძლია მოგახსენოთ.“ განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ თემის კომენტირებისას.