"სანამ ალასანია კრიტიკულ ზღვარზე არ მიიყვანეს მანამდე მან საჯარო განცხადებები ვერ გააკეთა"

"ნაციონალური მოძრაობაში" ჯერჯერობით არ აქვთ მიღებული საბოლოო გადაწყვეტყილება დაუჭერენ თუ არა მხარს "თავისუფალი დემოკრატების" მიერ დაანონსებულ დროებით საგამოძიებო კომისიას, თუმცა აცხადებენ, რომ იარაკლი ალასანას განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პროცესებს ქვეყანაში , ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანშვილი მართავს. დეპუტატ გიორგი ვაშაძის თქმით სჯობდა ირაკლი ალასანაის ამ თემაზე უფრო ადრე ესაუბრა " ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, არაფორმალური მმართველობის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი რომელიც პირდაპირ მითითებებს აძლევს აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და პემიერ- მინისტრს რა უნდა გააკეთონ, რა უნდა თქვან, რაც შეეხება ირაკლი ალასანიას სანამ ის კრიტიკულ ზღვარზე არ მიიყვანეს მან მანამდე სამწუხაროდ საჯარო განცახდებები ვერ გააკეთა, იმასთან დაკაშირებით თუ რეალურად რა ხდებოდა ქვეყანაში, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ