"უნდობლობა მთავრობამ გამოუცხადა ალასანიას, როდესაც ის გადააყენეს თანამდებობიდან"

საპარლამენტო უმრავლესობა თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებებს ეხმაურება. ადამიანის უფლოებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გრიფით საიდმულო დოკუმენტის შესახებ ხმამაღლა მსჯელობას და იმას რომ ეს დოკუმენტო საჯარო გახდეს. " მიმაჩნია გაუმართებლად და საზიანოდ ასეთ თემებზე საუბარი, ვარ გაოცებული როგორ მოახერხა ირაკლი ალასანიამ ის რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი გადაწონა მისთვის პარტიულმა ინტერესმა და ოპოზიციური სივრციდან საუბრის სურვილმა. უნდობლობა მთავრობამ გამოუცხადა ირაკლი ალასანაის, როდესაც ის გადააყენეს თანამდებობიდან",-აცხადებს ეკა ბესელია