არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში-ამის შესახებ განცხადება, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ჩაშლასტან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა.მისი თქმით, პარიზში გამართული მოლაპარაკებებისას გადაწყდა, რომ ქვეყანა თანხის გადახდას დაიწყებდა მას შემდეგ, რაც სრულად მოხდებოდა საჰაერო სისტემის მონტაჟი . მისივე თქმით, თავდაცვითი იარაღის შეძენა ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს
"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გადახდას დაიწყებდა მას შემდეგ, რაც სრულად მოხდებოდა ამ საჰაერო სისტემის მონტაჟი და ეს ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს.არავინ, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს დიდძალს ფულს ჩვენ ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს მეზობელ ქვეყანას შეუძლია, შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში", -განაცხადა ალასანიამ.