„პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 80-მდე ჯარისკაცი მოიწამლა. ჩვენი ინფორმაციით, მოწმავლის მიზეზების დასადგენად საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. „პირველი რადიოს“ უწყებას ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს არის კონფიდენციაური ინფორმაცია და არ აქვთ მისი გახმაურების უფლება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, „პირველი რადიო“ კომენტარისთვის პრესსამსახურს დაუკავშირდა და პასუხს ველოდებით.