ღარიბაშვილსა და ივანიშვილს არავინ დაუკარგავთ ომში და ამიტომ არასდროს ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის ჯართან

ღარიბაშვილსა და ივანიშვილს არავინ დაუკარგავთ ომში და ამიტომ არასდროს ჰქონიათ გულწრფელი სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის ჯართან

ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, საჭიროა შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტური  შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, რადგან  მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან, ვენი ქვეყნის ჯართან", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილ მემორანდუმის შემდეგ.

"როგორც გათვალისწინებული იყო, ამას მოჰყვებოდა თავდაცვით შეიარაღებაზე შეთანხმების გაფორმება. მე ღმად მწამს, რომ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ. ბუნებრივია ვერანაირ დეტალს ვერ გავამხელ თუ რა ტაქტიკური, ოპერატიული საშულებები იქნებოდა განლაგებული საქართველოში ამ შეთანხმებით. მაგრამ მე გეტყვით, თუ რისგან შეგვეძლებოდა თავდაცვა საქართველოს, თუკი ეს განთავდებოდა. პირველი- ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენ საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე და სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენს საჰაერო სუვერენიტეტზე. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2008 წლის აგვისტოში ნათლად დადასტურდა ეს საფრთხე, ჩვენ მოგვეცემოდა საშუალება გავმკლავებოდით ისეთ საფრთხესთან, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორც არის ისკანდერი და ასევე სხვა სარაკეტო სისტემები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოყენებულა", -განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივიდა, პირველი გადაწყვეტილება იყო, შექმნილიყო ისეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელიც სახმელეთო ჯარებს აუცილებლობის შემთხვევაში ეფექტურად დაეცვათ ხალხი.

"ჩვენ, ბუნებრივია,  საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ რეგიონში, სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა და საჰარეო თავდაცვა იქნება ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს", -განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.

"ამის შესწავლის შემდეგ უკვე "თავისუფალი დემოკარტები მიმართავენ საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერს, მინდა ასეთი შესწავლა პარლამენტმა ჩაატაროს", -განაცხადა ალასანიამ.