ახმეტაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ახმეტაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

მდინარე ალაზნის სარწყავ სისტემაში 50 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, უბედური შეთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოხდა. 
სამძებრო ოპერაციებში ჩართული იყო კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მათ მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. 

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" სოფელ მატანის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელმა დავით მამუკაშვილმა განუცხადა, "გიგლა მექუდიშვილი სოფლის ტყეში შეშის მოსაგროვებლად გუშინ წავიდა. იქ რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია. სახლამდე მას ალაზნის სარწყავი სისტემა უნდა გამოევლო, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა," - აღნიშნა მამუკაშვილმა.
ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.