ნიუ-იორკში აფეთქების მცდელობაში ბრალდებული ორი ქალი ასია სიდიქი და ნოელ ველენცა დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, ისინი სავარაუდოდ, თავდასხმას იმ სახის მასობრივი განადგურების იარაღით აპირებდნენ, რომელიც ბოსტონის მარათონის ტერაქტის დროს გამოიყენეს.
ბრუკლინის ფედერალური სასამართლო ამერიკის მოქალაქეებს 31 წლის ასია სიდიქის და 28 წლის ნოელ ველენცას პოლიციის, სამხედრო დაწესებულებებისა და სათავრობო უწყებების წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაკავებულებს მობილურ ტელეფონებში ალ-ქაიდას ლიდერის და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის ფოტოები და ვიდეოები აღმოაჩნდათ. პროკურორების ცნობით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას გეგმავდნენ.