საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგს დღეს, 3 აპრილს გამართავს.
როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ ხელშკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებას მინდია ჯანელიძე ითხოვდა, რომელიც ალასანიას მინისტრობის დროს კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა.
ჯანელიძის თქმით კი, ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ ალასანიას არა ხელშეკრულების გაუქმებას, არამედ ხელმოწერის რამდენიმე ხნით შეჩერება სთხოვა.
ბრიფინგი ”თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში 12.00 საათზე დაიწყება.