კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის მეორე "შავი ყუთიც" აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ფრანგ პროკურორზე დაყრდნობით იტყობინება. ფრენის მონაცემთა პირველი ჩამწერი კი 24 მარტს კატასტროფის ადგილზე აღმოაჩინეს, რომლის შედეგადაც დაადგინეს, რომ თვითმფრინავი მფრინავმა, ანდრეას ლუბიცმა მთებს განზრახ დააჯახა.
სამგზავრო ლაინერმა, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, საფრანგეთის ალპებში გასულ კვირას კატასტროფა განიცადა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.