წარუმატებელი 2013 წლის შემდეგ ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ 2014 წელი 40,3 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. წინა წელს ინდუსტრიის ზარალი 3,3 მილიონს შეადგენდა.
ზარალიანი იყო ინდუსტრიისთვის 2011-2013 წლები.
მოზიდული პრემიების მაჩვენებლით გასულ წელს სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია, რომელმაც 79 384 260 ლარის მიზიდვა შეძლო. მას მოსდევს ძველი ალდაგი 56 688 445 ლარის მაჩვენებლით და ახალი ალდაგი 36 839 619
ლარის მოზიდული პრემიით. მეოთხეზეა ირაო 28 115 988 ლარის პრემიით, მეხუთე კი არდი 23 282 166 ლარით.
მომდევნო ადგილებზე განთავსდნენ: აისი ჯგუფი 18 000 539, უნისონი 14 293 328, იმედი ელი 11 065 214, პსპ დაზღვევა 10 754 830, ალფა 8 523 610, ქართუ 5 831 746, სტანდარტ დაზღვევა 5 383 045, კოპენბური 2 291 958, ტაო 2 105 271, კამარა 80 653.
ჯამში კომპანიების მიერ მიზიდულმა პრემიამ 302 640 671 ლარი შეადგინა.
2013 წელს მოზიდული პრემიების მიხედვით ბაზრის ლიდერი იყო ალდაგი 143 212 841, მეორე ჯიპიაი 84 460 192 ლარით, ხოლო მესამე არქიმედეს გლობალ ჯორჯია (69 202 937ლარი). მეოთხე იყო ირაო 46 685 765, მეხუთე აისი 43 696 131 ლარით.
სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინების გარეშე მიზიდული პრემიების მიხედვით 2014 წლის მაჩვენებლით, ლიდერი ასევე ჯიპიაია – 77 116 854 ლარი, მეორეა ძველი ალდაგი 53 849 568, მესამე კი ახალი ალდაგი 36 839 619 მილიონი ლარის მიზიდული პრემიით, მეოთხეა ირაო 28 115 988, მეხუთე კი არდი 23 282 166 ლარის მაჩვენებლით.
2013 წელს, სახელმწიფო პროგრამების გარეშე, მოზიდული პრემის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა:
1 ალდაგი 91,509,443 36%
2 ჯიპიაი ჰოლდინგი 58,469,356 23%
3 არდი 22,064,022 9%
4 ირაო 20,305,792 8%
5 აისი ჯგუფი 12,591,686 5%.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამები დასრულდა.
შარშან დაზღვევის ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე მოხდა – სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" გაიყო და შედეგად,
ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე მუშაობს სადაზღვევო კომპანია იმედი L, რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ეს მიმართულება „ალდაგმა“ ჩაიბარა.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდისთვის ბაზარზე 16 კომპანია საქმიანობს.