ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2451 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2451 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2451 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, 3 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2451 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2437 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 3 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4292 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4156 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა