საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე სავიზო რეჟიმის გაფართოების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრების მისვლას ითხოვს.
როგორც ვაშაძემ საფინანსო-საბიუჯეტო და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სავიზო რეგულაციის ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის ეკონომიკამ შემოსავლები დაკარგა.
ვაშაძის თქმით, გარკვეულმა ინვესტორებმა გასულ წელს მიღებული კანონის ცვლილებით ქვეყანაში შემოსვლა ვერ მოახერხეს და ამაზე პასუხისმგებლები ის მინისტრები არიან, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს, მათ შორის არის თეა წულუკიანიც.
კომიტეტის სხდომაზე უმცირესობამ მოითხოვა დეპუტატთა რაოდენობის დათვლა, რადგან მათი თქმით, კომიტეტზე საჭირო რაოდენობის დეპუტატები არ არიან და შესაბამისად, ქვორუმის პრობლემის გამო კენჭისყრაც ვერ ჩატარდება.
კომიტეტის სხდომა ამ წუთებში კამათის ფონზე მიმდინარეობს.