აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება არის ნაბიჯი სრულფასოვანი საზოგადოებისკენ, რომელიც არავის აყენებს თავის საზღვრებს გარეთ, რომელიც საკუთარი სიჯანსაღის უმთავრეს პირობად ყველას ჩართულობას, თითოეულზე ზრუნვას მიიჩნევს. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს გვერდით უნდა დაუდგეს ყველა - ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი. ერთიანი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მათ უფლებათა დასაცავად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, დასაქმებისა და განვითარების პირობათა შესაქმნელად.