"ყველას პასუხი გაეცემა, ყველა პასუხს აგებს სამართლის წინაშე“

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობისთვის მშვიდობიანი გზებით იბრძვიან, ძალადობრივი მეთოდებით უპირისპირდებიან.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ის, რომ მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებენ, სწორედ რომ ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო და საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ, რასაც ვარწმუნებთ, მათაც, არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ და ჩვენს საზოგადოებას, რომ მსგავსი ჩვენს სააზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს და ყველას პასუხი გაეცემა, ყველა პასუხს აგებს სამართლის წინაშე“, - განაცხადა ივანიშვილმა.