ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში გუბერნატორის სახლთან თავდასხმა მოხდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თუმცა, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა თალიბებმა განახორციელეს. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.