იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

იპოთეკით დაზარებულებისა და ე.წ. ატსუპნიკების აქციაზე ერთი ქალი დააკავეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან და აქციის სხვა მონაწილეებმა იუსტიციის სახლის შენობას კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილის დაკავების დროს დაპირისპირება მოხდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ქალის დაკავების უფლებას არ აძლევდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ აქციის მონაწილე კიდევ ერთი ქალის დაკავებას, თუმცა აქციის დანარჩენმა მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. თავად აქციის მონაწილე ქალი კი აცხადებს, რომ შეუძლოდ არის.