კამჩატკის ნახევარკუნძულთან რუსული თევზსაჭერი ტრალერი ჩაიძირა, შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, 63 ადამიანის გადარჩენა კი შეძლეს.
"ბიბისის" ცნობით, გადარჩენილებს ჰიპოთერმია აწუხებთ. მათი უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია. რუსული საზღვაო ტრალერის "დალნი ვოსტოკის" ბორტზე სულ 132 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 78 რუსი იყო, დანარჩენი კი ლატვიელი, უკრაინელი, მიანმარელი და ვანუატუელი.
ამ დროისათვის სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები დარჩენილ 15 ადამიანს ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია თევსაჭერი ტრალერის ჩაძირვა.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ყინულმა ხომალდი დააზიანა, რის გამოც იგი 15 წუთში ჩაიძირა.