წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში ნაპოვნი გვამი ავჭალაში გაუჩინარებული მამაკაცისაა

წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში ნაპოვნი გვამი ავჭალაში გაუჩინარებული მამაკაცისაა

წინასწარი ინფორმაციით, გუშინ, მდინარე მტკვარში ნაპოვნი გვამი ავჭალაში გაუჩინარებული მამაკაცისაა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადასტურებით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი, რომელიც მდინარე მტკვარში იპოვეს, რამდენიმე თვის წინ ავჭალაში გაუჩინარებული მამაკაცისაა. უწყების ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მტკვარში მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.