თეა წულუკიანი - პროკურატურის რეფორმა უნდა ჩატარდეს წელსვე და სწრაფად

თეა წულუკიანი - პროკურატურის რეფორმა უნდა ჩატარდეს წელსვე და სწრაფად

იუსტიცის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმა უნდა ჩატარდეს წელსვე, სწრაფად და ვეღარ დაიცდიან, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ პოლიტიკური რესურსი, სწრაფად შეცვალონ კონსტიტუცია, მოუწევთ დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში, რათა რეფორმა ჩატარდეს სწრაფად. 
"კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავარი პროკურატურა არის იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში და რომ ზოგად ხელმძღვანელობას პროკურატურაზე ახორციელებს იუსტიციის მინისტრი. რაკი გვაქვს პოლიტიკური ნება, მოგვიწევს სწრაფი ტემპით ვიაროთ რეფორმებით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ დავბრუნდებით იმ მოდელში, რომელსაც ჰქვია მინისტრი პროკურორის მოდელი, ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ ამ მოდელში არასოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ მთავრობის მმართველობის პირობებში არ დავბრუნდებით იმისათვის, რომ პოლიტიკა არ იყოს საპროკურორო საქმიანობის ნაწილი", - განაცხადა წულუკიანმა.
 

მისივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ჩარჩოებში შემუშავებულია ორი სხვადასხვა შესაძლო მოდელი, რომელზეც კვირის ბოლოს სამუშაო ჯგუფის სხდომა შეიკრიბება, სადაც გაასაჯაროებენ იმას, თუ რაზე ფიქრობენ და გაიმართება დისკუსია. "პროკურატურის რეფორმა ჩატარდება წელს, სწრაფად, იმ საშუალებებით, მათ შორის, კონსტიტუციური, რაც გვაქვს", - განაცხადა წულუკიანმა.