ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არც ერთი ორგანო, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პარლამენტი, უხეშად არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისადმი გუშინ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
"რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნას, თითქოს მთავრობამ არ მოიწვია პრეზიდენტი და არ განვიხილეთ ჩვენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს არის მთავრობის პრეროგატივა და კომპეტენცია. მოვისმინეთ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებები, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს არსებითი პაკეტის განხორციელება. რაც შეეხება ევროინტეგრაციის ნაწილს, ამ იმპლემენტაციას უშუალოდ მე ვკურირებ და ყოველთვე გვაქვს შეხვედრები. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ჩვენს კომპეტენციებში არცერთო ორგანო არ უნდა ჩაერიოს უხეშად, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ პარლამენტი. რაც არის მთავრობის კომპეტენცია, ეს უნდა აღასრულოს მთავრობამ და არა სხვამ, ხოლო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე კონტროლს განახორციელებს პარლამენტი და საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, თუ რაიმე სახის ინფორმაცია აინტერესებს ვინმეს, მთავრობა მზადაა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.