ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მარტის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მარტის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პრესსამსახურს შენიშვნას აძლევს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრესსამსახურს მიმართა , შემდგომი პრესკონფერენციებისას მეტი ყურადღება მიაქციონ, რომ კითხვის დასმის საშუალება ყველა მედიასაშაულებას თანაბრად მიეცეს.

"მსურს, კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო, რადგანაც გარკვეული შეკითხვები დაისვა გასულ კვირას ჩემს მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით. მე მინდა, პრესსამსახურს მივმართო, რომ მომავალში პრესკონფერენციების გამართვის დროს ყველას მისცეს თანაბრად უფლება და საშუალება, დამისვან შეკითხვა. მე ვიცი, რომ გაზეთებს არ მიეცათ კითხვის დასმის საშაულება. ეს მიიღეთ როგორც შენიშვნა და გამოასწორეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.