უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კვლავ უარი განაცხადა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კვლავ უარი განაცხადა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება. "უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქმის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ არსებობს რისკები იმისა, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლიტიკური მოტივებით მის დევნას ისახავს მიზნად" , - წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების თხოვნით 17 თებევრალს მიმართა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსტრადიციის მოთხოვნით  ორჯერ მიმართა.