IRI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წინა კვლევასთან შედარებით, 23%-ით არის შემცირებული და 25%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ფიქრობს რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 33%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა 20%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ს კვლევა 3-დან 28 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს სახით 1500 ადამიანი გამოიკითხა. რაც შეეხება ცდომილების მაჩვენებელს, ის 2,5%-ია.