სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დასკვნა მაისის ბოლომდე უნდა მოამზადოს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის გაჭიანურება არ უნდა მოხდეს.
"ერთ და ორ კვირაში ამ საკითხის განხილვა არ დასრულდება. მაგრამ განხილვის გვიან ზაფხულამდე გაგრძელება არ შეიძლება. სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე ყველა კომიტეტმა უნდა შეისწავლოს სახალხო დამცველის ანგარიში და შემდეგში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მაისის ბოლომდე უნდა დადოს დასკვნა", - აღნიშნა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში უკვე შეტანილია და ის 904-გვერდიანია.