ჯონი გიგანს პროკურატურაში ხელმეორედ კითხავენ

ჯონი გიგანს პროკურატურაში ხელმეორედ კითხავენ

ბიზნესმენ ჯონი გიგანს საქართველოს მთავარ პროკურატურაში კითხავენ. საგამოძიებო უწყებაში გიგანი ცოტა ხნის წინ მივიდა. ის ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დაიკითხება.

შეგახსენებთ, ჯონი გიგანმა განაცხადა, რომ გია უდესიანმა მას რამდენიმე წლის წინ ესროლა, ხოლო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ამ საქმეს მსვლელობა არ მისცა. ჯონი გიგანის თქმით, გია უდესიანმა მას ახლო მანძილიდან ესროლა და ტყვიამ შუბლთან ახლოს გაუარა.