ე.წ კაბელების პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სასამართლოში იმყოფება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძეც, რომელსაც ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლოს იმედი აქვს. "ამ ადამიანების უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და დღეს ველოდები მიუკერძოებელ, ობიექტურ სასამართლოს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.