აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს

აღმოსავლეთ უკრაინაში "ბოევიკებმა" ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 13-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახური იტყობინება.

ყველაზე მეტი თავდასხმა ქალაქ არტემოვსკში განხორციელდა. უკრაინის არმიის ცნობით, მათ პოზიციებს პრორუსმა მებრძოლებმა ლენინის, მაიორსკოეს და ტროიცკის ტერიტორიებზე შეუტიეს. "ბოევიკები" ნაღმმტყორცნებს და სხვა შეიარაღებას იყენებენ.

როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მათ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ამ დრომდე მინსკის შეთანხმება არ დაურღვევიათ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებმა 12 თებერვალს მინსკში მიაღწიეს. მას შემდეგ დონბასში ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა, პერიოდულად საბრძოლო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს.