თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატები“ - მათი თქმით არსებულ საეჭვო კონტრაქტებს სწავლობენ და იმ დოკუმენტებში სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება ფრაქცია სამართალდამცველ სტრუქტურებში გააგზავნის. ზაზა ვეკუას განცხადებით მას იმედი აქვს, რომ საკრებულოს სარევიზიო კომისია ტენდერებზე და ხელშეკრულებებზე ობიექტურ დასკვნას დადებს და თუ კომისიის თავმჯდომარე მალაღურაძე და სხვა წევრები მაინც შეეცდებიან გადაეფარონ ნარმანიას და მის გუნდს- მაშინ ისინი საეჭვო ხელშეკრულებებს მაინც გადააგზავნიან ანტი-კორუფციულ სააგენტოში.
„თუ დავით ნარმანია დაგვასწრებს და თავად გააკეთებს ამას მოხარული ვიქნებით, მაგრამ მეეჭვება ეს გააკეთოს. თავად ნარმანია ამ კორუფციულ სქემებში არ არის გარეული- ეს მჯერა, მაგრამ ამას დიდი დაჭერები მოჰყვება მერიაში და ნარმანიას ეს ნამდვილად არ აწყობს. ამიტომაც არ გადააგზავნის ამ კონტრაქტებს სამართალდამცავ უწყებებში.“ - განაცხადა ზაზა ვეკუამ „ალიასთან“ საუბრისას.