პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა, რომელშიც სათნოების სახლი "კათარზისი" მდებარეობს, არ გასხვისდება .
"კათარზისის" ხელმძღვანელობის განცხადების საპასუხოდ პრემიერის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ შენობის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის სტრუქტურებს დაავალა.
"შენობა, რომელშიც ამჟამად სათნოების სახლი მდებარეობს, არ გასხვისდება. საკითხის გარკვევა დაევალა ეკონომიკის მინისტრსა და დედაქალაქის მერს. აღნიშნული შენობა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ის არ არის გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაში და შესაბამისად მისი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.