ყოფილი პოლიციელი, რომელიც გივი თარგამაძეს ინფორმაციებს აწვდიდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს

ყოფილი პოლიციელი, რომელიც გივი თარგამაძეს ინფორმაციებს აწვდიდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს

ყოფილმა პოლიციელმა, რუსლან ბაზიაშვილმა დღეს პროკურატურა დაახლოებით 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც ბაზიაშვილმა განაცხადა, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა . ამასთან, შს სამინისტროდან გათავისუფლებულმა პოლიციელმა არ გამორიცხა, რომ მიუხედავად კითხვებზე პასუხებისა, პროკურატურამ იგი ხელმეორედ დაიბაროს დაკითხვაზე.

რუსლან ბაზიაშვილი შს სამინისტროდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაათავისუფლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბაზიაშვილი ინტენსიურად აწვდიდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი თარგამაძეს დაცულ ინფორმაციას. აღნიშნულზე გამოძიებას ქალაქის პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დღის წინ გივი თარგამაძეც დაიკითხა.