უწყებათშორისი ფორმატი არ ამცირებს მასში ჩართული არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს

უწყებათშორისი ფორმატი არ ამცირებს მასში ჩართული არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს

ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უწყებათშორისი ფორმატის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს მასში ჩართული არც ერთი მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს.

"გადაწყვეტილებების მიღების უწყებათშორისი ფორმატი არსებობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. ისეთი საკითხები, რომელიც მოითხოვს არა ერთი, არამედ რამდენიმე უწყების ჩართულობას, ძალიან ხშირად იხილება სწორედ ასეთ უწყებათშორის ფორმატში. ვინაიდან ეკონომიკა გახლავთ უმთავრესი გამოწვევა ჩვენი მთავრობისთვის, ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად ვიყენებთ ფორმატს, სადაც რამდენიმე მინისტრის ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რათა მიღებულ იქნას შეჯერებული გადაწყვეტილებები. ამგვარი ფორმატის არსებობა, არავითარ შემთხვევაში არ ამცირებს არც ერთი ჩართული მინისტრის პასუხისმგებლობის ხარისხს მიღებულ გადაწყვეტილებებზე და შედეგებზე" - აღნიშნა კვირიკაშვილმა.