"პრეზიდენტმა "ნახევრადსიმართლის" გზა არჩია"

პარლამენტში ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის წლიურ მოხსენებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი, "ნახევრადსიმართლის" გზას უწოდებს.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა არ აღნიშნა პრობლემის ძირითადი არსი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ "ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტები ან მთავრობა, არამედ ერთი ადამიანი".

"სამწუხაროდ, მან ამაზე არ ისაუბრა. ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისასაც არ თქვა თუ რა არის პრობლემის არსი, რომ ეს მთავრობა არის უნიათო. როდესაც საგარეო ფაქტორებზე საუბრობდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ძალიან ბედნიერია პარლამენტის მიერ რუსეთის ქმედებების ანექსიად შეფასების გამო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო - უმრავლესობამ ჩააგდო რეზოლუცია, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად ფასდებოდა, ანუ პრეზიდენტის სურვილების ჩამონათვალი იყო კარგი, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. რეალობა არის, რომ ჩვენ ნატოსთან დაახლოების გზით კი არ მივდივართ, არამედ ჯანელიძე რეკავს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და უკრძალავს თავდაცვის შეიარაღების შესახებ საუბარს დასავლეთ პარტნიორებთან. რეალობა არის ის, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი მიდის სხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში სურვილების ჩამონათვალს, რომლის მოსასმენადაც არ მოდის მთავრობა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა გაბაშვილმა.